„მაქმანი ვუდი“ 2022 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი – ქართული ორნამენტები – ახალი სიცოცხლით აევსო. ჩვენი მისიაა ამ ულამაზესი ორნამენტების პოპულარიზაცია თანამედროვე ხელნაკეთ ნივთებში და ქართული სუვენირების ბაზარზე ღირსეული ადგილის დაკავება.
„ვუდის“ სახელოსნოში იქმნება მასიური ხის უნიკალური პროდუქცია, სადაც ტრადიცია და თანამედროვე დიზაინი სრულყოფილ ჰარმონიაშია. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს ხელნაკეთ სერვირების დაფებსა და კედლის საკიდებს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერში გამორჩეულ აქცენტს ქმნის.
სერვირების დაფები: ჩვენი დაფები, დამზადებული მხოლოდ ნატურალური, გამომშრალი მასალისგან, როგორიცაა კაკალი, მუხა, თელა, წიფელი და ცაცხვი, მრავალფუნქციური და პრაქტიკულია. ისინი იდეალურია სუფრაზე აპეტაიზერების, სნექების, ღვინოსთან მისაყოლებელი ყველისა თუ ძეხვის და სხვა ტიპის საკვების ელეგანტურად მოსართმევად. ამასთანავე, შესაძლებელია მათი გამოყენება საჭრელ დაფებადაც, რაც მათ კიდევ უფრო შეუცვლელს ხდის თქვენს სამზარეულოში.
კედლის საკიდები: ჩვენი მუხის კედლის საკიდები შექმნილია თქვენი სივრცის მაქსიმალური კომფორტისთვის. გამოიყენეთ ისინი გასაღების საკიდად, სამზარეულოში წინსაფრებისა და გამომშრალი მცენარეების მოსათავსებლად, ან თუნდაც თქვენი საყვარელი სამკაულების ორგანიზებისთვის. მათი დანიშნულება თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული!
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თითოეული ნივთის უნიკალურობასა და ხარისხს. ყველა პროდუქტი ხელით არის შექმნილი გამოცდილი ოსტატების მიერ და არ მეორდება, რაც გარანტიას იძლევა, რომ თქვენ ფლობთ მართლაც ერთადერთს.
„ვუდი“ მუდმივ ძიებაშია და მიზნად ისახავს პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბევრი საჭირო და პრაქტიკული სამზარეულოს ნივთის დამატებას, რომელთა გამოყენებაც ადამიანებს ყოველთვის სიამოვნებას მიანიჭებს და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუადვილებს.
„ვუდი“ გთავაზობთ არა მხოლოდ ნივთებს, არამედ ისტორიას, კულტურასა და სითბოს, რომელიც თითოეულ დეტალშია ჩაქსოვილი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი შემოქმედებით წვლილი შეგვაქვს ქართული კულტურის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციაში.